თბილისი

თბილისი

Search This Blog

Thursday, April 22, 2010

გორი


გორი, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი 1950 წლიდან საქართველოში, შიდა ქართლის მხარისა და გორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან, ზღვის დონიდან 588 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 76 კმ (რკინიგზით).

გორში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,9 °C, იანვარი −1,2 °C, აგვისტო 22,5 °C. ნალექები 585 მმ. წელიწადში; მაქსიმალური მოდის მაისში (76 მმ.), მინიმალური — აგვისტოსა (34 მმ.) და იანვარში (30 მმ.). 49,5 ათასი მაცხოვრებელი (2002).

No comments:

Post a Comment